მთავარისიახლეებისაზოგადოებაგაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში საქართველოდან პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა

გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში საქართველოდან პირველი ფემიციდის საქმე გაიგზავნა

Published on

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან თანამშრომლობით, 2017 წლის 5 სექტემბერს გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში ფემიციდის საქმე გაგზავნა."საქმე ეხება სახელმწიფოს უმოქმედობას თავიდან აეცილებინა ფემიციდი (გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა) და დანაშაულის არასრულყოფილ გამოძიებას, რაც საქართველოში ქალთა დისკრიმინაციის სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.ბ. ძ. 2004 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ო.შ.-სთან და ცხოვრობდა ქ. რუსთავში. ვინაიდან ო.შ. სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, 2013 წლის სექტემბერიდან ბ.ძ. შვილებთან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. ო.შ.-მ განაგრძო მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის კულმინაცია გახდა 2014 წლის 6 მარტს ბ.ძ.-ს მკვლელობა მკვლელობამდე ბ.ძ.-ს 4-ჯერ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის (ბოლო შემთხვევაში მკვლელობამდე 4 დღით ადრე) და ითხოვდა მოძალადისგან დაცვას. ამის მიუხედავად, პოლიციამ და პროკურატურამ არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული რეაგირება ბ.ძ.-ს სიცოცხლის დასაცავად. ო.შ.-ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში (სსკ 108-ე მუხლი) და მიესაჯა მუხლით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი (7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა).საია CEDAW-ში ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დისკრიმინაცია ბ.ძ.-ს მიმართ, რადგან: ა) ვერ დაიცვა ბ.ძ.-ს სიცოცხლე; ბ) ვერ დაიცვა ბ.ძ. არაადამიანური მოპყრობისგან; გ) არ გამოიძია ბ.ძ.-ს სიცოცხლის მოსპობა, როგორც გენდერული დანაშული; დ) ვერ შეძლო ღრმად დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების და დაქვემდებარების აღმოფხვრა, რაც ბ.ძ.-ს მკვლელობის გამომწვევი ძირითადი მიზეზია.საია-ს ეს საქმე ფემიციდის თაობაზე პირველი კომუნიკაციაა, რომელსაც CEDAW საქართველოსთან მიმართებით განიხილავს", – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...