მთავარისიახლეებისაზოგადოებადიმიტრი ლორთქიფანიძეს სახლი დაეწვა

დიმიტრი ლორთქიფანიძეს სახლი დაეწვა

Published on

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აქვეყნებს ინფორმაციას, რომ წუხელ  სახლი დაეწვა. 
 ცეცხლი  01:30 საათზე გაჩნდა და მას 07:30 საათამდე ებრძოდა მცხეთისა და დუშეთის ამდენიმე  ერთეული სამაშველო ბრიგადა
 
ხანძრის დროს, სახლში მისი მუღლე, შვილები და სიდედრი იმყოფებოდნენ. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე წერს, ისინი  ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას და დაწვას ალმოდებულ სახლში. 
 
"მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის! ზარები არ წყდება და ქსელშიც უამრავი პასუხგაუცემელი გზავნილი დაგროვდა… ღვთის დიდი წყალობით გადავრჩით უმძიმეს შედეგს, სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას და დაწვას სახლში, რომელსაც გუშინ ღამით 01:30 ზე გაუჩნდა მოულოდნელად ცეცხლი და დილის 7:30 მდე თბილისის, მცხეთისა და დუშეთის გაერთიანებული ბრიგადები ებრძოდნენ !
იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზა რეალურ ფაქტებთან სრულ შესაბამისობაში დადებს დასკვნას და გამოძიება თავის სიტყვას იტყვის ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით!" – წერს დიმიტრი ლოთქიფანიძე პირად ფეისბუქგვერდზე

 

სიახლეები

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. "გამოძიებით...

ზუგდიდელი მასწავლებელი არჩილ თოდუა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტია

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია, არჩილ თოდუა — ზუგდიდის №9 საჯარო სკოლის...