მთავარისიახლეებისაზოგადოებაწულუკიანებმა და შოთაძეებმა უკრაინას პრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა გაუგზავნეს

წულუკიანებმა და შოთაძეებმა უკრაინას პრეზიდენტ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა გაუგზავნეს

Published on

"უკრაინამ  საქართველოსგან   მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე.  მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის", – განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე 
 
საქართველოს პროკურატურამ გარანტია მისცა უკრაინის გენერალურ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნის მიზანი მის მიმართ პოლიტიკური მოტივით დევნა არ არის, – ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა განაცხადა.
 
„უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქართული მხარისგან გარანტიები მიიღო, რომ პირი პასუხისგებაში არ მიეცემა იმ დანაშაულზე, რომელიც ექსტრადირების მოთხოვნაში ჩამოთვლილი არ არის. ასევე უკრაინის თანხმობის გარეშე ის არ იქნება გადაცემული მესამე სახელმწიფოსთვის და მასთან მიმართებაში დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები“, – განაცხადა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მოადგილემ. 
 
მისი თქმით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ქართული მხარის მოთხოვნას და შესაბამის დოკუმენტებს საექსტრადიციო გამოკვლევისთვის უკრაინის გენერალურ პროკურატურაში აგზავნის.  
 

პრეზიდენტ   სააკაშვილს, რომელიც ამჯამად კოპენჰაგენში იმყოფება და  "ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაში მონაწილეობს,  ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები ჯერ არ გაუკეთებია 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...