მთავარისიახლეებისამართალი,, რაღაცა შეიძლება იყო...'', ,,ეს გადაწყვეტილება სამარცხვინოა მთლიანად მართლმსაჯულებისთვის '' -...

,, რაღაცა შეიძლება იყო…”, ,,ეს გადაწყვეტილება სამარცხვინოა მთლიანად მართლმსაჯულებისთვის ” – სამღვდელოების წარმომადგენელთა რადიკალურად განსხვავებული განცხადებები დეკანოზ მამალაძის განაჩენთან დაკავშირებით

Published on

ე.წ. ციანიდის საქმის განაჩენის გამოცხადებამდე საპატრიარქოსთან სასულიერო პირების დიდი ნაწილი არ გამოჩენილა. იმ სასულიერო პირებმა კი, რომლებიც საპატრიარქოში მივიდნენ, სასამართლო პროცესის დასრულებამდე  მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის  მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ კი რამდენიმე სასულიერო პირმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეფასებები გააკეთა.

ერთობ თავშეკავებული და ამორფული განცხადება გააკეთა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა 
”ალბათ, რაღაცა ბრალეულობა იყო. უსაფუძვლოდ ხომ არ სცნობდა?! რაღაცა შეიძლება იყო. ვერ გეტყვით, მიჭირს კომენტარის გაკეთება, არ ვიცით, რა შეფასება უნდა გავაკეთოთ, რადგან გამოძიებაში ასე ჩართული არ ვიყავით”, – 
 
მისივე განმარტებით, დეკანოზის საკითხზე სავარაუდოდ, მის მღვდელმთავრებს წმინდა სინოდთან მსჯელობა მოუწევს.
”ამ ეტაპზე მას შეჩერებული აქვს მღვდელმსახურების უფლება და ზიარების აკრძალვა აქვს. რაც შეეხება მის მომავალ მოქმედებებს, ამაზე უნდა იმსჯელოს მისმა მღვდელმთავარმა სინოდთან ერთად”, – აღნიშნა გოგოტიშვილმა და დასძინა, რომ დღეს საპატრიარქოში რაიმე შეკრება აღნიშნულ საკითხზე არ იგეგმება.
 
 
რადიკალურად განსხვავებულია წმინდა ამბროსის მამათა მონასტრის წინამძღვარის, მღვდელმონაზონ ანდრიას განცხადება. მისი  შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება სამარცხვინოა მთლიანად მართლმსაჯულებისთვის
„ეს არის სამარცხვინო განაჩენი. ეს განაჩენი იქნება სამარცხვინო მართლმსაჯულებისთვის. ერთი რამ არის დასაფიქრებელი, რომ შორენას, ვინც ხელქვეითები ჰყავს, მათი ერთობლივი იდეა იქნებოდა, რომ მამა გიორგი არ ყოფილიყო თავისუფლებაში“, – განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ. 
 
ერთი სათის წინ სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

სიახლეები

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...

გახარიას პარტიის შუამდგომლობა, ჩორჩანას საკითხზე ივანიშვილისა და “ოცნების” მაღალჩინოსნების მოწმედ დაბარებაზე, საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

"მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან...

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია მაჩადო დევნილობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო 25 ოქტომბერს ქვეყანაში...

პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურის დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით...