მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიაშია

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიაშია

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ დანიაში ჩავიდა. . ის დღეს "ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
 
გუშინ  კოპენჰაგენში  იგი უკვე შეხვდა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებს და ევროპარლამენტარებს. 
,,დილიდან ძალიან  შინაარსიანი და საფუძვლიანი  საუბარი მქონდა ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარესთან ჯოზეფ დოლისთან და გენერალურ მდივანთან ანტონიო ისტურისთან''   წერს იგი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას თვითერის საკუთარ გვერდზე ეხმაურება ჯოზეფ დოლი: "დღეს, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს და მივიღე ინფორმაცია ბოლო მოვლენების შესახებ."- წერს იგი
 
 
 
მიხეილ სააკაშვილს შეხვედრა მოუწყო უკრაინის დიასპორამ დანიაში. .  როგორც მედიაში აღნიშნავენ, მას  დანიის ქუჩებში სიხარულით ხვდებიან უკრაინელები. ,,ისინი  პოროშენკოსგან განსხვავებით თავის თანამემამულედ მთვლიან.'' წერს მიხეილ სააკაშვილი 
 
 
კოპენჰაგენში მიხეილ სააკაშვილი დანიური მედიისა და ქვეყანაში აკრედიტებული  სხვა უცხოელი   ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა, მან არაერთი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დანიაში უკრაინული პასპორტით ჩავიდა. 
 

 

 

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...