მთავარისიახლეებისაზოგადოება,,პილატეს სასამართლო'' - ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს...

,,პილატეს სასამართლო” – ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს აფასებს

Published on

 ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენს ”ანტისახელმწიფოებრივად” აფასებს. 
 
როგორც მეუფე პეტრემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ”სუიციდი ჩაიდინა”.
 
”ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის თაობას და შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა. შევახსენებთ, მათ საუბედუროდ დაავიწყდათ, რომ ბოლო სიტყვას ჩვენს ცხოვრებაში უფალი ამბობს და დაავიწყდათ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მსაჯული არის ქრისტე ღმერთი. ეს არის სასამართლოს თვითმკვლელობა, ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რამეთუ სახელმწიფოს თავისუფლება და ქვეყნის განვითარება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გადის. ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა ზეწოლის და უსამართლობის მონად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება”, – განაცხადა მეუფე პეტრემ ”რუსთავი 2”-ის ეთერში.
 
მეუფე პეტრეს შეფასებით, სასამართლო დაექვემდებარა ზეწოლას და ღირსეული სახე ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას. 
 
”ჩვენ დღემდე არ გვინახავს სინანულის ნაბიჯი სახელმწიფოს მმართველობის პირველი პირებისა, რომლებიც უპრინციპოდ დებდნენ ბრალს და არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომლებმაც ცილი დასწამეს მამაოს დაკავებისთანავე და არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი სინანულისკენ. სასამართლო დაექვემდებარა მათ ზეწოლას და ღირსეული სახე ვერ აჩვენა ქართულ საზოგადოებას”, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.
 
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...