მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახი კალაძის ღამის პოლიტიკა

კახი კალაძის ღამის პოლიტიკა

Published on

 ღამის ეკონომიის განვითარებაზე და ამ მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნაზე ისაუბრა  თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ   ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაციაზე ,რომელიც გუშინ  გამართა პარტიის ცენტრალურ ოფისში 
 
„ბევრ ევროპულ ქალაქში ეს სიახლეა. ამ მიმართულებით დაწყებული აქვთ მუშაობა და გამონაკლისი ჩვენი ქალაქიც არ იქნება. ღამის ეკონომიკის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას მოგვცემს. ჩამოყალიბდება და განხორციელდება ღამის ეკონომიკის კონცეფცია, რომელიც უბნების განვითარებას და ახალი სივრცეების ათვისებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მან
 
მისივე განმარტებით, ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება, ახალ სტარტაფებს წაახალისებს და ქალაქის საგადასახადო შემოსავლებს გაზრდის.
 
„იქნება გათვლილი ტურისტული პოტენციალი და ქალაქის ინტერესებისთვის ამის სწორად გამოყენება. მიხარია, რომ ყოველწლიურად ტურისტული ნაკადი ჩვენს დედაქალაქში იზრდება, თუმცა მეტი შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ თბილისი უცხოელი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ 
 
,,იმედია,  ,,ქართული ოცნების''  ასი და მეტი საწარმო, რომელიც  დღისით  გუგუნებს, ღამით მოგუდულად იგუგუნებს'' – წერენ სოციალურ ქსელში.
 
 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...