მთავარისიახლეებისამართალიGEM FEST-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

GEM FEST-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

Published on

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-გასაღებისბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას სასამართლო პროცესი დასრულდა. „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა.როგორც სასამართლოზე გახდა ცნობილი, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ბრალდებულს ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. კორშიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს. ანაკლია-განმუხურში ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას GEM Fest-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაქარ კორშია ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი 260-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით ედებოდა, რაც 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...