მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებას'' არ...

დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ,,ქართულ ოცნებას” არ უნდა მიეცეს საკუთარი ახირებების შესრულების საშუალება

Published on

 „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან  დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და  კონსტიტუციის საკითხი – ამ თემებზე მოითხოვენ პასუხს ოპოზიციური პარტიები დღეს ბიუროს სხდომაზე, რომლითაც პარლამენტის საშემოდგომო სესია  იხსნება.
 
„შეიქმნას რამდენიმე თვეა საკითხი ჩამოკიდებულია, მაგრამ ჩვენ ახლა კატეგორიულად მოვითხოვთ, ეს იყოს განხილული, ვინაიდან აღმოჩნდა დამატებითი ფაქტები იმისა, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება, რომლის ინიციატორი იყო კალაძე, გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე ჩვენ გვეგონა და მან უზარმაზარი ზარალი, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიაყენა ქვეყანას,“ – აცხადებს „ენმ“-ის წევრი რომან გოცირიძე.
 
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრებენ  „ევროპული საქართველოს“ ლიდერები.
„მნიშვნელოვანი იქნება უნდა ვეცადოთ და "ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ახირება შეასრულოს და ქართული საზოგადოების და ინტერესების საწინააღმდეგოდ, უარი თქვას დემოკრატიული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებაზე,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ
 
არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული დღესვე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გენერალური აუდიტორის კანდიდატურა დასახელდეს. ვარაუდობენ, რომ  ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს ამ  თანამდებობაზე EBRD-ის მთავარი ბანკირის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას შესთავაზებს.
 
დეპუტატები დღესვე სხვა საკითხებსაც განიხილავენ.
 
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...