მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიური ფაროსანა უკან არ იხევს

აზიური ფაროსანა უკან არ იხევს

Published on

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონის მარტვილის, სენაკის, აბაშის, ჩხოროწყოს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს. 
 
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს. 
აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე 53 000 ჰექტარი თხილის ფართობი მაღალი ხარისხის ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატით შეწამლა. ღონისძიების მეორე ეტაპი სამეგრელოს, იმერეთის და გურიის მუნიციპალიტეტების სოფლებში მიმდინარეობს. მეორე ეტაპზე სულ 50 000 ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი.'' – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში 
 
როგორც მოსახლეობა აცხადებს, ამ ღონისძიებემა ფაროსანას უკან ვერ დახევინა, იგი უკვე სახლებში შეეჭრა მათ.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...