მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალება

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალება

Published on

ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის  ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალება. „პირველი ნაბიჯნი გადავდგით,  ეს არის აკრძალვა განსაკუთრებით საზიანო პროდუქტების, მაღალშაქრიანი, მარილიანი და ასე შემდეგ, კონსულტაციებს გავდივართ სპეციალისტებთან და რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი, ისინი ავკრძალეთ სკოლის ბუფეტებში. სადაც ნახავთ, რომ ირღვევა ეს წესები, ძალიან აქტიურად ვიმოქმედებთ ,რომ აღმოვფხვრათ. თავიდან ხომ იცით როგორც ხდება ხოლმე, ჩათვლიან, რომ ეს დროებითია, პატარა კამპანიაა და გაივლის, შემდეგ  დავაბრუნებთ ყველაფერს, არ უნდა გაიაროს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ  განსაკუთებით მავნე პროდუქტები ჩვენს სკოლებში არ იყოს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“,-განაცხადა ალექსანდრე  ჯეჯელავამ. მისივე ინფორმაციით, იგეგმება ბუფეტის ოპერატორების წახალისებაც.„მოგეხსენებათ, რომ სკოლის ბუფეტები იჯარით გაიცემა კომერციულ კომპანიებზე და ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ამ კომპანიებში კვებას. ჩვენ შევეცდებით, წავახალისოთ ჯანსაღი საკვები-ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი პროდუქტები. ტრენინგები მიმდინარეობს მებუფეტეების, მათთან თანამშრომლობა მიმდინარეობს, სოფლის მეურნეობასთან მიმდინარეობს თანამშრომლობა, ჯანდაცვასთან, სექტემბერში ბავშვები რომ  მივლენ, ბუფეტი უკვე შეცვლილი დახვდებათ. შემდგომ პერიოდებში სულ უფრო და უფრო დაიხვეწება ჩვენი ბუფეტი და ის უნდა გადაიქცეს მაგალითად და ნიმუშად ჯანსაღი კვების“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მებუფეტესთან ხელშეკრულებას გაწყვეტენ.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...