მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: პროვოკაციებზე უფრო გონივრული იქნება შეიქმნას პრეცედენტი იმისა, რომ პრეზიდენტის...

მიხეილ სააკაშვილი: პროვოკაციებზე უფრო გონივრული იქნება შეიქმნას პრეცედენტი იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების გასაჩივრება შეიძლება და თუ მართალი ხარ, შეიძლება კიდევაც გაიმარჯვო“

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება უკრაინაში მის დაბრუნებამდე პროვოკაციებს ამზადებს. 
 
„ისინი რაღაც პროვოკაციებს მიმზადებენ. არ გამიკვირდება თუ მომდევნო დღეებში „ფე-ეს-ბეს“ აგენტად ან გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებენ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 
 
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი შეისწავლონ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მას ემუქრება, გარდა ამისა პოლონეთის ხელისუფლებაზეც წნეხს ახდენს. 
 
„ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა მომცენ შესაძლებლობა ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მივიდე უკრაინულ სასამართლოში, რომ თავი დავიცვა, ასევე შევქმნა პრეცედენტი იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების გასაჩივრება შეიძლება და თუ მართალი ხარ, შეიძლება კიდევაც გაიმარჯვო“, – დასძინა სააკაშვილმა. 
 
მიხეილ სააკაშვილის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...