მთავარისიახლეებიმსოფლიოლოს-ანჯელესის ოლქში, ტყის მასივებზე გავრცელებული ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ლოს-ანჯელესის ოლქში, ტყის მასივებზე გავრცელებული ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Published on

კალიფორნიის გუბერნატორმა ლოს-ანჯელესის ოლქში ტყის მასივებზე გავრცელებული მასშტაბური ხანძრის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters იუწყება.სტიქია, რომელიც პირველ სექტემბერს დაიწყო, ამ დროისთვის უკვე 3 500 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. ხელისუფლებამ 700-მდე საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. სტიქია დასახლებული პუნქტებისკენ სწრაფად მიიწევს და ათასობით სახლს ემუქრება. ამ დროისთვის ცეცხლმა უკვე 3 სახლი გაანადგურა. ხანძრის გამო დახურულია რამდენიმე ავტომაგისტრალი და ადგილობრივი საავტომობილო გზა. ცეცხლის გავრცელებას, ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მეხანძრეა ჩართული

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...