მთავარისიახლეებისაზოგადოებალებარდეს უნიკალური ხეობა იჩეხება და ნადგურდება

ლებარდეს უნიკალური ხეობა იჩეხება და ნადგურდება

Published on

სამეგრელოში, ლებარდეს უნიკალური  ხეობა იჩეხება და ნადგურდება. – წერს სოციალურ ქსელში ლევან თორია.
მისი თქმით, მარტვილში,  უმსხვილესი ხე-ტყის საამქროს მეპატრონე კაკო თოდუა  სატყეო სააგენტოს მაღალჩინოსნებთან ერთად, მასიურად, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, ჭრიან ხეებს ლებარდეს ხეობაში და  ირანში გააქვთ..
 
ლებარდედან  საზღვარგარეთ ყოველდღიურად ეზიდებიან ათობით კუბურ მეტრ ხის მასალას პირადი ბიზნეს ინტერესებისთვის – 1 კუბურ მეტრ მასალაში 400 დოლარს იღებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უკანონო ხე-ტყის ჭრის დასამალად, მოჭრილი ხეების კუნძებს ასხამენ სპეციალურ ზეთს, რათა ძველი მოჭრილის იმიტაცია შექმნან.
 
ასეთივე ვითარებაა ჩხოროწყუს რაიონში, სადაც სახერხი საამქრო აქვს პოლიციის უფროსს ჯუმბერ იზორიას, რომელიც თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ბიძაშვილია.
 
ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს ერთად ანადგურებენ  სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი გოჩა ხორგუანი, რომელიც არის ღარიბაშვილის კურსელი და ივანიშვილთან დაახლოებული პირი; მისი მოადგილე, გოგი დათუნაშვილი, კახა კალაძის მეგობარი; სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა და  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია. – აცხადებს ლევან თორია. 
 
 
 
 
 

 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...