მთავარისიახლეებიმსოფლიოჰარვის, ლიდიასა და ირმას შეტევა სამხრეთ შტატებზე

ჰარვის, ლიდიასა და ირმას შეტევა სამხრეთ შტატებზე

Published on

ჰარვის მძვინვარებას  ტეხასში, ოფიციალური მონაცემებით,  50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 40 ათასზე მეტი კი ამ დრომდე დროებით თავშესაფრებში რჩება.
წყლის სტიქიას ცეცხლიც დაერთო –  ტყის ხანძრები სლოს-ანჯელესსაც გადაედო, ეს ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია – მას უკვე მეორე დღეა ებრძვიან, სიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება. ისტორიის განმავლობაში  ქალაქში უკვე მეორე დღეა ებრძვიან.
 
 
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი.  700-ზე მეტი ოჯახს გადაიყვანილია უსაფრთხო ადგილას, ძლიერი ქარის გამო, შესაძლოა, ევაკუაციის ზონა კიდევ უფრო გააფართოონ.
სალიკვიდაციო საუშაოებში 500-მდე მეხანძრეა ჩართული, თუმცა ამ დროისთვის ცეცხლის კერების მხოლოდ 10 პროცენტის ლოკალიზება მოხერხდა.
ხანძრის გამო დაკეტილი რჩება ლოს-ანჯელესის მთავარი ავტომაგისტრალიც. 
 
 
ქარიშხლისა და წყალდიდობისგან დაზარალებულ ტეხასში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ ჩავიდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი 
მან მეუღლესთან ერთად ამჯერად ქალაქი ჰიუსტონი მოინახულა და დაზარალებულებსა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მოხალისეებს შეხვდა.
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ თავშესაფარში საკვების დარიგებაშიც მიიღეს მონაწილეობა. 
დაღუპულთა ხსოვნას დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ლოცვით მიაგებენ პატივს. ამასთან სტიქიის ახალი შემოტევის მოლოდინში არიან – ახლა  ამერიკის სამხრეთ სანაპიროს კიდევ ერთი შტორმი, სახელად ირმა, ემუქრება.
 
 
სინოპტიკოსების პროგნოზით ის წყნარი ოკეანის თავზე ყალიბდება და თანდათან ძლიერდება. ირმა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, 9 სექტემბრისთვის  ჯერ კარიბის კუნძულებს, შემდეგ კი შეერთებული შტატების სამხრეთ სანაპიროს მიუახლოვდება.
ჰარვიმ კი ტენესის თავზე გადაინაცვლა. ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა დასახლებები, ქარმა კი ხეები წააქცია.
 
 
 
 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...