მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე

Published on

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, დახლოებით საღამოს 23. 00საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. – ინფორმაციას ამის შესახებ რადიო ,,ათინათი''ავრცელებს. – სავარაუდოდ, მერსედესის მარკის ავტომობილი შუახნის ქალს დაეჯახა.
 
თვითმხილველების ინფორმაციით მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ნიკა ჭეჟიას თქმით,  მას გამოკვლევები უტარდება და სავარაუდოდ, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს მიღებული. მისივე ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. – ნათქვამია რადიო ,,ათინათის'' მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...