მთავარისიახლეებისამართალითემურ ჯანაშია მოდულშია დაბარებული

თემურ ჯანაშია მოდულშია დაბარებული

Published on

 მოდულში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გენერალ თემურ ჯანაშიას იბარებენ. როგორც ჯანაშია  აღნიშნავს, ის დაკითხვაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე 2015 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.
 
,,ხვალ პირველ საათზე მოდულში უნდა მივიღო ჩემს მიმართ წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია. საქმე რა თქმა უნდა, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის გადატრიალების მცდელობას ეხება. ' '- დაწერა  თავის პირად ფეისბუქგვერდზე გუშინ თემურ ჯანაშიამ, რომელსაც  სასაცილოდ არ ყოფნის დაბარების მოტივი.
 
როგორც ჩანს,  ქართული ,,მართლმსაჯულება'' ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და  იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ნებისმებრ აგრძელებს  მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ისეთი ახალი საქმის აღძვრა- დასაბუთების  შესაძლებლობათა  კონვულსიურ ძიებას, რადგან როგორც თავად თეა წულუკიანმა განაცხადა,  ეკონომიკური ხასიათის დანაშაული (რომელიც პიჯაკებისა და ,,ნაჩოს პალტოს'' , იუშჩენკოსთვის ძვირადღირებული  შამპუნის  და აგრეთვე ლეხ კაჩინსკისა და ვაცლავ ჰაველის მემორიალზე მიტანილი გვირგვინების შეძენამდე დაიყვანება – ოდიში ნიუსი) , საკმარისი არ არის, იმისათვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ინტერპოლით ძებნილთა სიაში იქნას შეტანილი და ექსტრადიციას დაექვემდებაროს.
 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...