მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს რკინიგზას კლანური დაჯგუფებები ძარცვავენ, ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას - აცხადებენ...

საქართველოს რკინიგზას კლანური დაჯგუფებები ძარცვავენ, ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას – აცხადებენ რკინიგზელები, რომელთაც შიმშილობა შეწყვიტეს

Published on

რკინიგზელებმა 18-დღიანი პროტესტის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა   სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. – ამის შესახებ მათ გუშინ საღამოს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს.
 
რკინიგზის დეპარტამენტის წინ, 18 დღიანი შიმშილობის აქციამ, ნათლად დაგვანახა რამდენად ღრმად და საფუძვლიანად აქვს საქართველოში კლანურ დაჯგუფებებს ფესვები გადგმული , რამდენად გავლენიან და საშიშ ძალასთან გვიწევს დაპირისპირება! – ნათქვამია აქციაზე წაკითხულ  მანიფესტში.- თითქმის ყველა სახელმწიფო უწყება, იარაღად იქნა გამოყენებული ერთი კახელი მუშის, რკინიგზელი უჩა ხვთისიაშვილის და ნამდვილი პროფკავშირული მოძრაობის – რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წინააღმდეგ.
 
ჩვენმა  ბრძოლამ წარმოაჩინა ყველა ის სისტემური ხარვეზი, რომელიც აფერხებს ჩვენს ქვეყანას ევროპულ და დემოკრატიული განვითარების გზაზე –  –  რკინიგზელებმა ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, არაერთი ბრძოლა გაუმართა იმ კლანურ და უპასუხისმგებლო სისტემას, რომელიც დღეს, სახელმწიფო კომპანია საქართველოს რკინიგზას ძარცვავს!
 
შეგახსენებთ, რკინიგზელებმა საპროტესტო ქცია დაიწყეს მას შემდეგ, რაც  "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციამ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს  ემუშავათ  მარნეული-გარდაბნის მონაკვეთზე იმ პირობებში, რომელიც მათ ადმინისტრაციამ შესთავაზა, კერძოდ ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა მათ უზრუნველყოფაზე საცხოვრებლით ტრანსპორტითა და კვების  ხარჯებით.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...