მთავარისიახლეებიუკრაინასააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით უნდა დაკავდეს შსს, საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები...

სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით უნდა დაკავდეს შსს, საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები – განაცხადა პეტრო პოროშენკომ

Published on

სააკაშვილის უკრაინაში შესაძლო დაბრუნების საკითხით უნდა დაკავდეს შსს, საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პოროშენკომ – მის  მიმართ ისეთივე დამოკიდებულება იქნება, როგორც ნებისმიერი პირისადმი, რომელმაც არასარწმუნო მონაცემები წარმოადგინა.
 
პოროშენკოს ეს კომენტარი უკავშირდება საქარველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის ოპოზიციის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ იგი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბრისთვის გეგმავს. 
პოროშენკო შეეხო მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხსაც .
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიაში დოკუმენტები წარადგინა, აღმოჩნდა, რომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის გაფორმებისას წარმოდგენილი იყო არასარწმუნო, ან გაყალბებული ინფორმაცია. შესაბამისად, კომისიას უნდა ემოქმედა კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისად. 
 
„სხვა ყველა ნაბიჯი იქნებოდა დანაშაულებრივი. მე ხელი მოვაწერე ამ ბრძანებას, ისევე, როგორც სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებით“  – განაცხადა პოროშენკომ.  
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...