მთავარისიახლეებიპოლიტიკამოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ვიდრე საბოლოოდ დაამტკიცებს შესწორებულ პროექტს, შეიტანოს ცვლილებები - ჯანი...

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ვიდრე საბოლოოდ დაამტკიცებს შესწორებულ პროექტს, შეიტანოს ცვლილებები – ჯანი ბუკიკიო

Published on

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დიალოგის გამართვა აუცილებლებელია.ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჩაშლილი მოლაპარაკებებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეცვლის გამო, იმედგაცრუებას გამოთქვამს. 
 
„პროპორციული სისტემის შემოღების გადადება 2024 წლისთვის ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკური პარტიების მხრიდან მუდმივი მარცხი, მიეღწიათ კონსესუსისთვის შესწორებული კონსტიტუციისთვის მოლაპარაკებების გზით, იმედგაცრუბას იწვევს.
 
6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
 
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა პარტიებმა თავად გამართონ შემდგომი მოლაპარაკებები. ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიაღწიონ ფართო კონსესუსს ტექსტზე კონსტრუქციული დიალოგის გზით."ველით, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ შესწორებული კონსტიტუციის პროექტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და გამოვაქვეყნებთ ჩვენს მოსაზრებას მის შესახებ ერთ თვეში. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ვიდრე საბოლოოდ დაამტკიცებს შესწორებულ პროექტს, შეიტანოს ცვლილებები ამ მოსაზრების გათვალისწინებით და ყველა ქართულ პოლიტიკური პარტიასთან დიალოგის გზით,“ – აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...