მთავარისიახლეებიეკონომიკალელა ქებურია: „სოფლის მეურნეობის მიმართულებით რთული ვითარებაა“

ლელა ქებურია: „სოფლის მეურნეობის მიმართულებით რთული ვითარებაა“

Published on

ქვეყნის ეკონომიკის კუთხით არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს დღეს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს, რომელიც მედიისთვის პარტიის ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გამართა. ლელა ქებურიას შეფასებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რთული ვითარებაა შექმნილი. მისივე თქმით, არსებული ხელისუფლების პირობებში სიღარიბის ზრდა განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებლებს დაეტყოთ, რადგან შემოსავალი შემცირებულია, ხარჯი კი გაზრდილი. ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქსტატის მონაცემები მოიშველია და განაცხადა, რომ წლიდან წლამდე ნათესი ფართობების რაოდენობა მცირდება.
 
ლელა ქებურიას განცხადებით, ასევე იკლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველთა სულადობამ. ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით, შედეგად შემცირებულია ხორცის, რძის და კვერცხის წარმოება.
 
ლელა ქებურიას თქმით, ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს მავნებლური პოლიტიკა და პარალელურად სთავაზობს გამოსავალს.
 
ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დღეს ასევე რეგიონში გავრცელებული მავნებლების შესახებ ისაუბრა. ლელა ქებურიას თქმით, ამის გამო სოფლებში მძიმე ვითარებაა, რადგან განადგურებულია თხილის მოსავალი და იგივე სიმინდის კულტურასაც ემუქრება. მან ხელისუფლებას ამ მიმართულებით უფრო ქმედითი მუშაობისკენ მოუწოდა.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...