მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოხტას ფერდობის ფოთლოვან ტყეში ხანძარია

კოხტას ფერდობის ფოთლოვან ტყეში ხანძარია

Published on

კახეთში, კოხტას მთაზე  ხანძარია.  

დაკვამლიანების მიხედვით ჩანს, რომ   ცეცხლი ართანას ფოთლოვან ტყეს უკიდია.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  ცნობით, 112-ში შეტყობინება რამდენიმე ხნის წინ შევიდა და ტყისკენ მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ჯგუფი მიემართება.
 
მდგომარეობას ართულებს ის, რომ  ტყე ფაქტობრივად გაუვალია და უშუალოდ ხანძრის ადგილამდე მისასვლელად ვლა  მეხანძრე-მაშველებს  რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მოუწევთ.
 
"ართანის მახლობლად კოხტას მთაზე გაჩენილ ხანძრის ჩაქრობისთვის დასახმარებლად ვერტმფრენი მოვითხოვეთ, ველოდებით პასუხს", – განაცხადა მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ბესიკ გაიპარაშვილმა. 
 
მისი  თქმით, კოხტას მთაზე ხანძრის ორი კერაა და მისი გავრცელების საშიშროება დგას. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ის შესაძლოა ღამით, ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს, მეხის ჩამოვარდნით გაჩენილიყო.

 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...