მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი ხახაბოსა და ჯუთაში

ხანძარი ხახაბოსა და ჯუთაში

Published on

ხანძარია ამ წუთებში თუშეთში –  ცეცხლი სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტყეს გაუჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, კვამლი ორ ადგილზე ამოდის. მათივე თქმით, ტერიტორია მიუვალია და რამდენად შეძლებენ ადგილამდე მისვლას, არ იციან. 
შემთხვევის ადგილზე გასულია თელავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მასშტაბს მოიცავს ხანძრის კერა.
 
 ხანძარია ჯუთაშიც.  საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ,  რომ ცეცხლი ბალახს უკიდია. 
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები, ცეცხლს 10 მეხანძრე-მაშველი აქრობს. 
 
საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტავენ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
რაც შეეხება ართანას ტყეში დილით გაჩენილ  ხანძარს, მის ჩაქრობაში რთული რელიეფის გამო 3 ვერტმფრენის ცარევა გახდა საჭირო.  გ. მათ შორის ერთი საქართველოს შს სამინსიტროს ეკუთვნის, ხოლო 2 – ირანს.
 ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული .

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...