მთავარისიახლეებიმსოფლიოშეეთებულმა შტატებმა სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვა მოითხოვა

შეეთებულმა შტატებმა სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვა მოითხოვა

Published on

შეეთებულმა შტატებმა  რუსეთისგან სან-ფრანცისკოში  გენერალური საკონსულოს  ხოლო ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში სავაჭრო წარმომადგენლობების დახურვა მოითხოვა.  წარმომადგენლობების დახურვა ხვალამდე უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ ორივე ქვეყანაში სამ-სამი საკონსულო იმუშავებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება  მიღებულია თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც    რუსეთმა  შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის შემცირება მოითხოვა. 
 
ამერიკის მიერ რუსეთისთვის სანფრანცისკოში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვის მოთხოვნის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა მწუხარება გამოხატა ვაშინგტონის მოთხოვნასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებაზე რეაგირებას მოახდენს.
,რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა გზების ძიება ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. 
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...