მთავარისიახლეებისამართალიშედგება თუ არა დღეს კატასტროფა თბილისის საქალაქო სასამართლოში?

შედგება თუ არა დღეს კატასტროფა თბილისის საქალაქო სასამართლოში?

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე  დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. ,დეკანოზი გიორგი მამალაძეც საბოლოო სიტყვით მიმართავს სასამართლოს, რის შემდეგაც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განაჩენის გამოსატანად გავა. 
 
 გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილის აცხადებს  დასკვნით სიტყვაში ისაუბრებს   ყველა იმ გარემოებაზე , რომელიც მამა გიორგი მამალაძის უდანაშაულობას ამტკიცებს. 
 
„თუ მოსამართლე მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და წესით და კანონით, უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი, ამით დადასტურდება, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება სასამართლომ, ეს ნიშნავს, რომ არათუ სასამართლო, თვით ეკლესიაც არ ყოფილა დამოუკიდებელი, სახელმწიფოსთან საკონსტიტუციო შეთანხმების მიუხედავად. დეკანოზის გამტყუნება იქნება კატასტროფა, რადგან სასამართლო ამით სასულიერო პირების ჩვენებების იგნორირებას მოახდენს“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა
 
საპირისპირო მოლოდინი აქვს პროკურორ ზვიად გუბელაძეს –  მისი თქმით,  მოწმეების ჩვენებებისა და  უტყუარიმტკიცებულებებიდან გამომდინარე, სწორედ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს. 
 
მისი თქმით, დღეს დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება, თუმცა მას მოლოდინი არ აქვს, რომ ის რაიმე მნიშვნელოვანს იტყვის. 
 
”დაცვას მხოლოდ ერთი და ისიც დისკრედიტებული მოწმე – ირაკლი ფირცხალავა ჰყავდა წარმოდგენილი, რომელსაც არ უსაუბრია არც ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, შესაბამისად, დასკვნით სიტყვაში რა უნდა იყოს სიახლე, ჩემთვის გაუგებარია”, – განაცხადა პროკურორმა. 
 
რაც შეეხება უშუალოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვას, გუბელაძის აზრით, არც ის უნდა იყოს სიახლის შემცველი.
 
„მან ბევრჯერ თქვა, რომ მნიშვნელოვანს იტყოდა, თუმცა არაფერი უთქვამს“, – აღნიშნა გუბელაძემ..

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...