მთავარისიახლეებისაზოგადოებადევნილებისთვის ბინები არა ქულების, არამედ ქრთამის საფუძველზე ნაწილდება - აქცია ქუთაისში

დევნილებისთვის ბინები არა ქულების, არამედ ქრთამის საფუძველზე ნაწილდება – აქცია ქუთაისში

Published on

დევნილები ბინების განაწილების პროცესში უსამართლობაზე საუბრობენ. 
დევნილებისთვის ბინები არა ქულების, არამედ ქრთამის საფუძველზე ნაწილდება. – ეს განცხადებები გააკეთეს დღეს იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ქუთაისში გამართულ აქციაზე.  
მათ  დილიდან  გადაკეტეს გზა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  და  იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის ჩასვლა და მათთან შეხვედრა მოითხოვეს.  
ადგილზე გზის გახსნა  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს, რასაც  ხმაური და დაპირისპირება მოყვა.
"იმ ხალხს არ აძლევენ ბინებს, რომლებსაც მართლა ეკუთვნით. როდემდე მოვითმინოთ ამდენი უსამართლობა?! დღეს გზა გადავკეტეთ, ხვალ გადავისხამთ ბენზინს და თავს დავიწვავთ", – აცხადებენ დევნილები.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...