მთავარისიახლეებისაზოგადოება" ამერიკის ფლოტიდან ხარო? არა,ჯორჯიის ლიდერთა სკოლიდან მეთქი"- გია მაისაშვილი ტეხასში...

” ამერიკის ფლოტიდან ხარო? არა,ჯორჯიის ლიდერთა სკოლიდან მეთქი”- გია მაისაშვილი ტეხასში სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაციის პროცესებში ჩაერთო.

Published on

გია მაისაშვილი აშშ-ისტეხასის შტატში, წყალდიდობაში მოჰყვა, ამის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუკზე რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. მისი თქმით ქალაქ ჰიუსტონიდან მოსახლეობის ევაკუაციაში ის თავადაც მონაწილეობდა:
„იწყება ჩვენი ორგნიზებული ევაკუაცია,ღამის პირველის ნახევარიამოზღვავებული სტიქიის ფონზე, ყველაფერი იტბორება, ირგვლივ ყველგან წყალია. ჩემი ხელნაწერები, გადავარჩინე.მედა ჩემი დის პასპორტები ჯიბეში გვიდევს. ყველაფერი სხვა წყალმა წაიღო. მთელი საზოგადოება მობილიზებულია- მეზობელი ეხმარება მეზობელს! აი, სულისკვეთება. სამშვიდობოს გადავდივართ,ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ევაკუაცის მართვა ნავების არმადით მომიწია.ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ნავიგაციის გაგებაში არ ვარ.გადაუღებელი წვიმაა , არც ერთი სიცოცხლე არ დაგვიკარგავს. ამერიკის ფლოტიდან ხარო? დაბნეული ხალხი კითხულობს. არა,ჯორჯიის ლიდერთა სკოლიდან მეთქი. კრიზისის დროს მთავარიკომპეტენტური ლიდერია და არა გემის მარათვა . არავის ამაში დარწმუნება არ სჭირდება, მისია შესრულებულია. ჩვენს ლიდერთა სკოლას ახალი ქეისი შეემატა. Evacuation has been successfully completed ! Neighbors are helping neighbors! Hallelujah!“- წერს გია მაისაშვილი .

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...