მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,9 სექტემბერს პოლონეთში მივემგზავრები, იქიდან კი მიხეილ სააკაშვილთან ერთად დავბრუნდები უკრაინაში.''- აცხადებს...

,,9 სექტემბერს პოლონეთში მივემგზავრები, იქიდან კი მიხეილ სააკაშვილთან ერთად დავბრუნდები უკრაინაში.”- აცხადებს კონსტანტინ ბოროვოი

Published on

პოლიტიკური ექსპერტი კონსტანტინ ბოროვოი ,,გორდონისათვის’’ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლონეთ- უკრაინის საზღვარზე გადასვლას საქართველოს ექსპრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გეგმავს
.
,,9 სექტემბერს პოლონეთში მივემგზავრები, იქიდან კი მიხეილ სააკაშვილთან ერთად დავბრუნდები უკრაინაში. მისი ქმედებები უკარინის მხარდაჭეაზეა მიმართული –  მე ვამბობ მის მცდელობებზე დაეწყო რეფორმები  და კორუფციასთან ბრძოლა. 
დიახ, ჯერჯერობით ეს არ აღმოჩნდა ეფექტური,  მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას ეს მცდელობა ჰქონდა.
 
მოხდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში  აღმოჩნდა  ერთადერთი, რომელიც შემართებით და გადაჭრით  იბრძვის უკარინის სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ღირებულებებისთვის. და აი, დამყაყებული  სახელისუფლებო სტრუქტურა იწყებს ბრძოლას მის წინააღმდეგ. ეს კი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ რომ იგი სწორი გზით მიდის. ანუ სააკაშვილმა საბრძოლო ღილაკს დააჭირა ხელი. მე ვხედავ, როგორ რეაგირებენ კორუფციულ სქემებში ჩაძირული უკრაინელი პოლიტიკოსები’’ – აღნიშნა ბოროვოიმ.
 
მისი თქმით, მოძველებული პოლიტიკური სისტემა უფრო სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს  უკრაინისთვის, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკა.
 
,,უკრაინისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს არა იმდენად პუტინი, რამდენადაც ქვეყნის დამყაყებული   სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. 
დიახ, უკრაინამ  შესაძლოა კიდევ დიდხანს გაძლოს  ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ აშკარაა, რომ საბოლოოდ  ქვეყნის გადარჩენაზე  მოგვიხდება საუბარი. ამ სულელური სტაბილურობის საფარქვეშ უკრაინას უბრალოდ ძარცვავენ. 
სააკაშვილის ოპონენტების ქმედება სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა აღმოფხვრან  პოლიტიკური კონკურენცია. ეს ძალზე სახიათოა,  რადგან ამას მოყვება ხელისუფლების მონოპოლიზაცია, გაყალბებული არჩევნები და სხვა არასასურველი  მომენტები. ‘’ – განაცხადა ბოროვოიმ.
 
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს ბრუნდება უკრაინაში საბაჟო  პუნქტის ,,კრაკოვეცის’’ გავლით.  მის დასახვედრად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზნებით ემზადება  პოროშენკოს ხელისუფლებაც და უკრაინელი ხალხიც. 
 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...