ტეხასის შტატში ქარიშხალი „ჰარვი“ მძვინვარებს

0
475
 ტეხასის შტატში  ქარიშხალი „ჰარვი“ მძვინვარებს.
დაღუპულია  14 ადამიანი.  ტეხასის შტატის ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ  დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, სახლებიდან ევაკუირებულია 8 ატასი ადამიანი, მათგან  ამჟამად 6 ათასი დროებითი განთავსების ცენტრშია განთავსებული. ხალხს უკვეაღარ ყოფნის პროდუქტების მარაგი – ნიუ-იორკის ხელისუფლებამ ტეხასში მშრალი საკვების 75 ათასი პაკეტი  გაგზავნა.
 
 
ჰიუსტონსა და მის გარეუბნებში მოსულმა წვიმამ  უკვე ნახევარი წლის ნორმას გადააჭარბა,  შტორმი სულ უფრო ძლიერდება,  მთელი შტატი დატბორილია , მოსახლეობა, ვისი გამოყვანაც სტიქიის ზონიდან ვერ მოხერხდა, დახმარების მოლოდინში სახურავებზეა ასული და ლოცულობს..  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. დატბორილი სახლები ნიანგებითა და გველებით არის სავსე. 
 
 
ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა შტატის ეროვნული გვარდიის 12 ათასი რეზერვისტის მობილიზება გამოაცხადა, რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამაშველო ოპერაციებში. 
 
შტატის ხელისუფლებამ უკიდურეს ზომებს მიმართა, ჰიუსტონში  წყალსატევები გახსნეს, ეს ექსპწერტების მოსაზრებით კიდევ უფროაწევს წყლის დონეს ქალაქებში, მაგრამ სხვა გზა არ არის -სტიქიამ შეიძლება  კაშხლები დააზიანოს და იქ დაგროვილი ათასობისთ ტონა წყლის სტიქიურად გადმოღვრა საბოლოოდ დატბორავს მთელ შტატს.  
 
 
სინოპტიკოსები სანუგეშოს ვერაფერს ამბობენ, უფრო მეტიც, მათი პროგნოზით ეს ჰარვის მძვინვარების საწყისი სტადიაა, უახლოეს საათებში მოსალოდნელია წყლის დონის ორჯერ მატება, შტორმი სულ მალე  ლუიზიანამდე მიაღწევს,
 
 ხვალ შტატში ჩასვლას პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს.ეს მისთვის პირველი გამოცდაა სტიქიით. პრეზუიდენტი ხალხს სტიქიის ჩაცხრობის შემდეგ ზარალის ანაზღაურებაში სოლიდურ დახმარებას პირდება . ,,ეს მართლაც სტიქიური უბედურებაა,  მსგავსი რაოდენობის წყალი ტეხასს არ ახსოვს – ამ ექსტრაორდინალურ ვითარებაში ყველაფაერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავიცვათ ტეხასისა და ლუიზიანის მოსახლეობა '' – აცხადებს იგი.
 
 
ქარიშხალი ,,ჰარვი'',  რომელიც ტრადიციისგან გასხვავებით მამაკაცის და არა ქალის სახელს ატარებს, თავისი გამანადგურებელი ძალით  ჩამორჩება მხოლოდ ,,კატრინას'', რომელმაც 1800 ადამიანი შეიწირა
 

 

 

წინა სტატიაახმედ იმამკულიევი: ყიზილაჯლოში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების დაგეშილი ,,ტიტუშკები” შემოგვივარდნენ
შემდეგი სტატიაბაკურიანში საბაგირო გაითიშა – გონდოლებში ხალხია დარჩენილი და ჩამოსვლას ვერ ახერხებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური