მთავარისიახლეებისაზოგადოებაკოკისპირული წვიმა და ქარიშხალი სოხუმში. ბომბორას ელექტროგადამცემი ხაზი მეხამრიდმა ჩაწყვიტა

კოკისპირული წვიმა და ქარიშხალი სოხუმში. ბომბორას ელექტროგადამცემი ხაზი მეხამრიდმა ჩაწყვიტა

Published on

დღეს სოხუმში   კოკისპირული წვიმა მოვიდა – დატბორილია ქუჩები, წყალი მოსახლეობას სახლებში შეუვარდა, ტიტოვის ქუჩაზე პრაქტიკულად არ არის სახლი, სადაც წყალი პირველი სართულების შუაწელს არ უწევს. ქარიშხალმა წააქცია ხეები, მათი დაცემისგან დაზიანებულია მანქანები,   ქარმა გადაგლიჯა და წაიღო სახურავები,  ძალიან მძიმე სიტუაციაა შექმნილი, ახლა ძნელია მოსახლეობის მიერ განცდილი ზარალის მასშტაბების განსაზღვრა  -აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებოს სიტუაციები მინისტრი ლევ კვიწინია.  
 
 
წყლის დონემ  მდინარე აძაფშის კალაპოტში სამ მეტრს მიაღწია, წყალმა წაიღო ან დაანგრია მიმდებარე სახლები.
 
,, ეს მდინარე ადრეც ადიდებულა, მაგრამ სგავსი რამ მოსახლეობას არ ახსოვს. ყველაფერი, რაც მოსახლეობამ საზაფხულო სეზონისათვის, ტურუსტებისთვის მისაქირავებლად გააკეთა, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით წყალმა წაიღო, გადასაყრელია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც მოსახლეობას პირველ სართულზე ედგა, რაც მოვასწარით ზევით ავიტანეთ, მაგრამ ბევრმა ესეც ვერ მოსწრო, რამდენჯერ მიგვიმართავს ქალაქის ხელისუფლებისათვის , ამოეწმინდათ მდინარის კალაპოტი, მაგრამ რაც გააკეთეს  სახეზეა'' – ამბობს რკინიგზის ქუჩის მკვიდრი ჟანა კვიწინია სააგენტო ,,აფსნი რუ''-სთან საუბარში. 
 
 
სრულიად განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მწოდებაში, ქარიშხალმა მოგლიჯა ან წაქცეულმა ხეებმა  ჩაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები. გუდაუთის რაიონში, ბომბორას დასახლებაში ელექტროგადამცემ ხაზს მეხამრიდი მოწყობილობის გვარლი დაეცა და ჩაწყვიტა. ავარიის ადგილზე გასულმა ბრიგადებმა, რამდენიმე საათში  შეძლეს რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა აფხაზეთის ზოგიერთი რაიონი კვლავ უშუქოდ რჩება. 
 
ლევ კვიწინიას განაცხადებით, საღ ამოსთვის ქუჩებიდან გაიტანენ წაქცეულ ხეებს  და ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც ამის გამო დილიდან შეფერხებულია, აღდგება.  
 


 

 

სიახლეები

ბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილისა და რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს

ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს. ასევე გაჟღერდა "ქართული ოცნების"...

სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მივმართე-უილსონი

მოხარული ვარ, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ შიბანს ვთხოვე, შეცვალოს ასადის რეჟიმის არასწორი...

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC...

პუტინს არ უნდა მშვიდობა, ჩვენ უნდა გავზარდოთ მასზე ზეწოლა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პუტინის ბოლოდროინდელ ქმედებებს გმობს. ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის,...