მთავარისიახლეებისაზოგადოებააბასთუმანში ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან

აბასთუმანში ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან

Published on

აბასთუმანში ხანძარს უკვე 6 საათია, ვერ აქრობენ. ცეცხლი წიწვოვან ტყეს უკიდია. ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ხანძრის კერა მიუდგომელია. სტიქიის ზონაში მეხანძრე მაშველები, მეტყევეები და მოხალისეები იმყოფებიან. სპეციალური ტექნიკა აბასთუმანში მხოლოდ ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას. დღეს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში შსს-ს ერთი ვერტმფრენი იყო ჩართული.ადგილობრივები შიშობენ, რომ ხანძრის ასეთი ტემპით გავრცელების შემთხვევაში, საფრთხე დასახლებულ პუნქტებსაც შეექმნას, თუმცა, მხარის გუბერნატორი აცხადებს, რომ ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება და ავიაციის დამატებითი ძალის გამოძახების აუცილებლობა არ არსებობს.
ცეცხლი წიწვოვან ტყეს აბასთუმნის სიახლოვეს სამი საათისთვის გაუჩნდა. თავდაპირველად ცეცხლის გავრცელების არეალი 1 ჰექტარს არ აღემატებოდა, თუმცა ძლიერი ქარის და მიუვალი ადგილის გამო, საათ-ნახევარში, დაახლოებთ, 5 ჰექტარზე გავრცელდა.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...