მთავარისიახლეებისაზოგადოებასირიაში პანკისელი ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და 4 შვილთან ერთად დაიღუპა

სირიაში პანკისელი ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და 4 შვილთან ერთად დაიღუპა

Published on

პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს ცნობას, რომ სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი, 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და 4 შვილთან ერთად დაიღუპა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
 
ოჯახის წევრებს ლევან ტოხოსაშვილის და მისი ცოლ–შვილის გარდაცვალების შესახებ სირიიდან დღეს, დილით შეატყობინეს. 
სოფელ ომალოში ტოხოსაშვილების ოჯახში, ასევე სოფელ დუისში გაურგაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ.
დუისის მოსახლეობა ჰყვება, რომ  ოჯახი დაბომბვას ემსხვერპლა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, მათე ქავთარაშვილი, აცხადებს, ტოხოსაშილი ცოლშვილთან ერთად  საჰაერო იერიშის დროს ავტომანქანაში იჯდა. 
 
ლევან ტოხოსაშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად, ორი წელია სირიაში ცხოვრობდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა.  პანკისში, სოფელ ომალოში დედა, მისი და და ძმა ცხოვრობენ.
სირიაში იმყოფება ლევან ტოხოსაშვილის კიდევ ერთი ძმა. პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ გაიგეს, რომ იგი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წევრია.  გავრცელებული ინფორმაციით, თავად ლევან ტოხოსაშვილიც ექსტრემისტული ისლამური დაჯგუფების წევრი იყო.
 
 
 

 

სიახლეები

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...