მთავარისიახლეებისაზოგადოებაფიტარეთს ანგრევენ?! განმეორდება თუ არა ისტორია საყდრისისა, რომელიც უკვე...

ფიტარეთს ანგრევენ?! განმეორდება თუ არა ისტორია საყდრისისა, რომელიც უკვე შეეწირა ოლიგარქის ბიზნესინტერესებს

Published on

ფიტარეთის მონასტერი RMG Gold-ის მიერ დაზიანებულია.- საყდრისის კომიტეტის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უნიკალური ძეგლი –  როგორც პრესკონფერენციაზე საყდრისის კომიტეტის წევრმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, 10 დღის უკან, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის დაცვითი ზონის ტერიტორიაზე  RMG Gold-ის მუხლუხებიანმა ტრაქტორმა  გარკვეული სამუშაოები განახორციელა, მძიმე ტექნიკის სამუშაოებმა ვიბრაცია გამოიწვია, რის შედეგადაც დაზიანდა მონასტრის მარჯვენა გალავანი.
 
 
საყდრისის დაცვის კომიტეტმა მიმართაა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მოთხოვნით, დაინტერესდეს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოების კანონიერებით . 
 
„რადგანაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებასთან, ანუ სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვითხოვთ მკაცრ რეაგირებას კულტურის მინისტრისგან. გვაინტერესებს, რა უნდა დაემართოს ფიტარეთის მონასტერს, რომ მიხეილ გიორგაძემ ხმა ამოიღოს ძეგლის დასაცავად. ჩვენ ვგეგმავთ, საპროტესტო აქციის ჩატარებას კულტურის სამინისტროსთან და იმედი გვაქვს, ჩვენს მოთხოვნებს გიორგაძის გადადგომის მოთხოვნაც არ დაემატება", – ნათქვამია საყდრისის კომიტეტის განცხადებაში.
 
 
 მინისტრი უკვე გამოეხმაურა   განცხადებას და ირწმუნება, რომ “ფიტარეთში მდგომარეობა უცვლელია. ოქროს მოპოვება თუ დაიწყება, დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზად იქნება სრულყოფილი დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შესახებ, რომელსაც დაეთანხმება სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მანამდე სამუშაოებზე რაიმე საუბარი არც შეიძლება იყოს”.
 
 

სიახლეები

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...