მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძარი ახალციხისა და ახალქალაქის ტყეებში და გორის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე

ხანძარი ახალციხისა და ახალქალაქის ტყეებში და გორის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე

Published on

ახალციხის და ახალქალაქის სოფლებში სვირსა და კორხში ხანძარია, ცეცხლი ტყეს გაუჩნდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ხანძრის ლოკალიზაციისთვის შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მდგომარეობა ართულებს ის, რომ ცეცხლი მიუვალ ადგილას გაჩნდა. მეხანძრეებთან ერთად სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაცაა ჩართული. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის მასშტაბი და გავრცელების ზუსტი არეალი.
 
დღეს ხანძარი იყო გორის გვირაბთანაც.  ბალახს წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობაზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.  მეხანძრეებმა ხანძარის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს. დამწვარია  დაახლოებით 1 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. 

 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...