მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუჯარულაში ჩავარდნილი ვერტმფრენი ნაპირზეა ამოყვანილი

გუჯარულაში ჩავარდნილი ვერტმფრენი ნაპირზეა ამოყვანილი

Published on

ბორჯომის ხეობაში მდინარე გუჯარულაში ჩავარდნილი ვერტმფრენი წყლიდან ამოიყვანეს.
 
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს, „მი – 8“ – ს პეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ. დღესვე უნდა დადგინდეს, რა ზარალი მიადგა სახელმწიფოს ვერტმფრენის ავარიულად დაშვების გამო.
მდინარეში გაკეთებულ სპეციალურ აუზში წყლის დონის დასაწევად სამუშაოები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.  .საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთლიანად დაიწრიტა  წყალი, რომ გაჟონილი საწვავს მდინარე არ დაებინძურებინა. 
 ჯერჯერობით უცნობია, ამოიღეს თუ არა პილოტისა და მართვის ცენტრის  ჩანაწერები.
 
. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 
ამ წუთებში ბორჯომის წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის პილოტების დაკითხვა მიმდინარეობს.
 
 ბორჯომის ხეობაში,  ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე საგანგებო შტაბის სხვა წევრები აკვირდებოდნენ.
 
 

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...