მთავარისიახლეებისამართალიქრთამის აღება... ოჯახურად

ქრთამის აღება… ოჯახურად

Published on

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თბილისის  საკრებულოს დეპუტატთან ზურაბ ნეფარიძესთან ერთად დაკავებულია მისი კიდევ ერთი თანამშრომელი ანა მენთეშაშვილი, რომელიც ნეფარიძის მეუღლის და არის.  ანა მენთეშაშვილსაც ქრთამის აღებას ედავებიან. – ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი 2  ავრცელებს. 
 
"კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ნეფარიძის შვილიც იყო დაკავებული, რომელმაც, სავარაუდოდ, გამოძიებასთან ითანამშრომლა და გაათავისუფლეს. 
 
რაც შეეხება ზურაბ ნეფარიძეს, მის  დაკავებასთან დაკავშირებით ახალი გარემოებებიც გამოიკვეთა. ადვოკატი სულხან კაპანაძე აცხადებს, რომ ზურაბ ნეფარიძის დაკავება მისივე ბიუროს თანამშრომლის, დალი მამულაშვილის განცხადების საფუძველზე მოხდა.
 
დაცვის მხარის ინფორმაციით, მამულაშვილმა ანტიკორუფციულ სააგენტოს განცხადებით მიმართა, სადაც წერდა, რომ ზურაბ ნეფარიძე რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ხელფასიდან გარკვეული რაოდენობის თანხას ითხოვდა, რომელსაც პირადი მიზნებისთვის იყენებდა.
 
ადვოკატის თქმით, ზურაბ ნეფარიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ არა მხოლოდ დალი მამულაშვილი, არამედ ბიუროს კიდევ რამდენიმე თანამშრომელი ყოველთვიურად ხელფასიდან გარკვეული რაოდენობის თანხას ხარჯავდნენ, თუმცა ეს ოფისის კომუნალურ გადასახადებსა და სხვადასხვა ღონისძიებას ხმარდებოდა.
 
ზურაბ ნეფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაცვის მხარე გირაოს ითხოვს. ნეფარიძეს ბრალად ქრთამის აღება ედება.
 

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ნავთლუღის მაჟორიტარი 25 აგვისტოს მისსავე ბიუროში დააკავა.ზურაბ ნეფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაცვის მხარე გირაოს ითხოვს.
 

სიახლეები

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება

დანგრეული სახლები, გახსნილი სასაფლაოები, მიწის უზარმაზარი ნაპრალები - ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი მწვავდება. ხალხი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...