მთავარისიახლეებიმსოფლიოაზერბაიჯანში სამხედრო იარაღის საწყობი აფეთქდა, ხანძარი დიდ ტერიტორიას არის მოდებული

აზერბაიჯანში სამხედრო იარაღის საწყობი აფეთქდა, ხანძარი დიდ ტერიტორიას არის მოდებული

Published on

აზერბაიჯანის ჩრდილოეთში, ხიზის   რაიონში გილიაზის სამხედრო იარაღის საწყობი აფეთქდა.  აფეთქება საწყობში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.
 
ისმის დასაწყობებული  ჭურვების აფეთქების ხმა, ნამსხვრევები შორ მანძილზე იფანტება და აძძლიერებს ხანძარს, რომელიც მთელ მიმდებარე ტერიტორიას არის მოდებული
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  ჭურვები ბაზის  ახლომდებარე საცხივრებელ სახლებსაც მოხვდა.  მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
 
დაშავებულების შესახებ ოფიციალური  ინფორმაცია არ ვრცელდება, მსასწრაფო დახმარების მანქანები ხანძრის ზონაში ვერ შედიან, რადგან აფეთქებები გრძელდება. 
 
ავტომაგისტრალი ბაქო – გუბა გადაკეტილია, აფეთქებებისგან და ხანძრისგან გაჩენილი ,,სოკოები'' ათი კილომეტრის სიშორიდანაც ჩანს .
 
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...