მთავარისიახლეებისაზოგადოებავაზიანში, რკინიგზის მიმდებარე მინდვრებში ხანძარია

ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარე მინდვრებში ხანძარია

Published on

ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარე მინდვრებში ბალახს ცეცხლი წაეკიდა.  ხანძარი ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეც გავრცელდა . – ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 
 
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტში აცხადებენ, დამწვარია 10-15 ჰექტარი მიწის ფართობი. მათივე   ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დარჩენილია ცეცხლის ცალკეული კერები, რომელსაც მეხანძრეები  ამ წუთებშიც აქრობენ.
 
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცეცხლის ჩაქრობაში ვაზიანის სამხედრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ. 
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...