მთავარისიახლეებიმსოფლიოპოლიციის მანქანას, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის კორტეჟს მიაცილებდა, სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

პოლიციის მანქანას, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის კორტეჟს მიაცილებდა, სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

Published on

გუშინ ღამით ვარშავაში პოლიციის მანქანას, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის კორტეჟს მიაცილებდა, გზაჯვარედინზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.  
ოფიციალური ინფორმაციით, თავად  იენს სტოლტენბერგი ავტოსაგზაო შემთხვევას უვნებელი გადაურჩა – მანქანა, რომელშიც იგი  იმყოფებოდა, არ დაზიანებულა და, საერთოდ, მისი თანმხლები კოლონა უშუალოდ ავარიულ სიტუაციაში არ  აღმოჩენილა, იგი გარკვეული მანძილით იყო დაშორებული  გზაჯვარედინს, სადაც ეს მოხდა. 
 
 
თავდაპირველად გავრცელებული ცნობა, რომ  ავარიის შედეგად დაიმტვრა ესკორტის რამდენიმე ავტომობილი, ოფიციალური წყაროებით არ დასტურდება, პოლონეთის პოლიციის ხელმძღვანელ პირთა და მთავრობის დაცვის ბიუროს პრესმდივნის კატაჟინა კოვალევსკას  ცნობით, ერთადერთი მანქანა  , რომელიც ამ ავარიის შედეგად დაზიანდა არის  ესკორტის წინ მიმავალი  პოლიციის ავტომობილი. 
 
მისი განმარტებით, ავარიის შედეგად დაძაბულ სიტუაციაში მეყვსეულად გაძლიერდა იმ მანქანის დაცვა, რომელშიც გენმდივანი იმყოფებოდა. დაცვის სამსახურის თანამშრომლებს  პოლიციელებიც შეუერთდნენ. 
პოლიციის განცხადებით, ინცინდენტის შემდეგ 4 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი პოლიციელია.ერთი სხვა ავტომობილის მძღოლი და ერთი ქუჩაში  ფეხით მიმავალი მოქალაქე

 

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...