მთავარისიახლეებისაზოგადოებადილიდან ბორჯომის ხეობაში ხანძარს უკვე სამხედროებიც ებრძვიან

დილიდან ბორჯომის ხეობაში ხანძარს უკვე სამხედროებიც ებრძვიან

Published on

დილიდან ბორჯომის ხეობაში ხანძრის  ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო.
 
 სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობაში შემავალი, პირველი ქვეითი და საინჟინრო ბრიგადების, ათასზე მეტი სამხედრო შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს მიუახლოვდებიან და მათ ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ.
 
ბორჯომის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც ჩავიდა და საგანგებო შტაბში  შტაბის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და შტაბის წევრებს შეხვდა. 
 
 საგანგებო შტაბის სხდომაზე, რომელიც  მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო.
„ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირად შემადგენლობაში შემავალი, პირველი ქვეითი და საინჟინრო ბრიგადების, ათასზე მეტი სამხედრო შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს მიუახლოვდებიან მათი ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ“, – აცხადებენ საგანგებო შტაბში..
 
 
„დადგა საჭიროება უფრო მეტი ცოცხალი ძალის. ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი. 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთის სარდლობის და მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სოფელ არდაგანის სასაფლაოს ტერიტორია, სადაც გუშინ საღამოს კვლავ გაძლიერდა ხანძარი და სასაფლაოს კიდევ უფრო მიუახლოვდა, არის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სადაც დღეს ქრობითი სამუშაოების კონცენტრირება მოხდება.
„არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციის და ცოცხალი ძალის მეშვეობით შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც ისე, რომ იქ არ გართულდეს. დღეს ერთ-ერთი ზონა, რომელზეც კონცენტრირება ხდება არის ეგ. პრინციპში ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა, წაღვერის მონაკვეთზე იმუშავებს დღემდე არსებული ძალა, რომელიც ამ ეტაპზე მუშაობდა, დანარჩენ ზონებზე სავარაუდოდ საჯარისო ნაწილს, ცოცხალ ძალას განვათავსებთ.
"აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტში, როდესაც ჩვენს მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან,“-აცხადებს პრემიერი.

 
 
 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...