მთავარისიახლეებისაზოგადოებაცოტნე გამსახურდიას სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ცოტნე გამსახურდიას სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეაქვს

Published on

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს ცოტნე გამსახურდიას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში  სარჩელი შეაქვს.  იგი საქართველოს ხელისუფლებას  ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შეგნებულად გაჭიანურებაში სდებს ბრალს.
 
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს კვალიფიკაცია ბოლოს 2015 წელს შეცვალა, მაგრამ ოჯახს მალევე შეატყობინეს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. გამოძიება არ შეწყვეტილა, თუმცა პირველი პრეზიდენტის ოჯახისთვის არც დაზარალებულის სტატუსი მიუციათ.
 
დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით ცოტნე გამსახურდიამ მთავარ პროკურატურას ბოლოს 7 აგვისტოს მიმართა, თუმცა, უწყებიდან პასუხი არ მიუღია.
 
ადვოკატ ამირან გიგუაშვილის თქმით, ევროსასამართლოსთვის ეს იქნება იმის დასტური, რომ გამსახურდიას საქმეზე სამართლებრივი რეაგირება არ ხორციელდება.
 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...