მთავარისიახლეებისაზოგადოებაინგა გრიგოლია: ნუ დამიწყებთ მორალის კითხვას ისინი, ვინც აზრზე არ ხართ ტელევიზიის...

ინგა გრიგოლია: ნუ დამიწყებთ მორალის კითხვას ისინი, ვინც აზრზე არ ხართ ტელევიზიის შიდა სამზარეულოში.”

Published on

ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურება ,, რუსთავი 2 –ის'' არაკეთილმოსურნეთა მიერ ატეხილ აჟიოტაჟს ეთერში გასული ლაფსუსის გამო.
 
,,უნდა გქონდეს ტელევიზიასთან ჩავლილი, რომ ჩვეულებრივ ამბად მიიღო ის, რაზეც დღეს ,,რუსთავი ორს,, ედავებიან. ოპერატორი კი არა,ჟურნალისტებიც იგინებიან, როცა ტექნიკური ხარვეზი ხდება პირდაპირ ეთერში.  
 
უსამართლობაა იმის დაბრალება ,,კურიერისთვის'' , რომ ხანძრის ჩაქრობა ეწყინათ,ძალიან დიდი უსამართლობა და მე ვიქნებოდი ძალიან ცუდი ადამიანი, ეხლა ეს რომ არ დამეწერა.
ლაივი გაითიშა თუ რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო და ოპერატორმა შეიგინა.
ძაან უნდა მოინდომო, რომ ეს ამბავი ხანძრის ჩაქრობით გამოწვეულ წყენას დაუკავშირო. რამდენჯერმე ლაივი რომ გამეთიშა,ისეთები მაქვს დადგმული,რუსთავი ორის ის ოპერატორი მონაგონია… და ნოდარ მელაძე საერთოდ რა შუაშია მთელ ამ ამბავში,ვერ გავიგე… 
 
ვერ ვიტან უსამართლო ბრალდებებს. ნუ დამიწყებთ მორალის კითხვას ისინი, ვინც აზრზე არ ხართ ტელევიზიის შიდა სამზარეულოში.''– წრს ინგა გრიგოლია.
 
შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა  ნოდარ მელაძემაც უპასუხა. 
 
''ეს იმ სააგენტოების და ტროლებისთვის ვინც დილიდან ფბ-ზე ისტერიკა მოაწყო, ''რუსთავი 2''-ის წამყვანებს ხანძარის ჩაქრობა არ უხარიათო. აგერ ბატონო, კამერის ჩანაწერი და ნახეთ. თიანეთში, სადაც ტელეფონსაც კი უჭირს მიღება, პირდაპირი ჩართვა ხორციელდება მობილური ინტერნეტით იგივე LIVE-U. რვა მიმღებიდან ნახევრის კავშირის ნათურა ინთება და ქრება, როდესაც ჩაქრა ოპერატორმა შეიგინა. ვისაც ტელევიზიასთან ჩაუვლია, მიხვდება რას ვწერ….'', – წერს ნოდარ მელაძე. 
 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოდარ მელაძემ ჩამქრალი ხანძრის გამო შეიგინა. 
 

სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...

ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი

საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...