გარემოვაწრეები ამ წუთებში ზუგდიდის მერიის წინ არიან შეკრებილები და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ.აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ მერიის სამსახურთან შეხვედრას ვერ შეძლებენ, ისინი გადაინაცვლებენ ქართული ოცნების შტაბთან და იქ გამართავენ აქციას.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის გარეპერიმეტრზე გარემოვაჭრეების დახლები წუხელ აიღეს, რასაც მოვაჭრეებსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურს შორის დაპირისპირება მოყვა.ისინი ამბობენ,ამის შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილან, ნუკრი ესართიას განმარტებით, მერიას შემოგზავნილი ყავდა ხალხი, რომლებმაც გარემოვაჭრეები დახლების აღების თაობაზე გააფრთხილეს. გარემოვაჭრეებმა აქციები მაისშიც გამართეს.მოვაჭრეები აპროტესტებდნენ მერიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა ეკრძალებოდათ და ალტერნატიულ ტერიტორიაზე მოუწევდათ გადანაცვლება.გარემოვაჭრეები მაშინ აცხადებდნენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე არ შევიდოდნენ.
გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავენ
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...