მთავარისიახლეებისამართალიშეკვეთილში ავარიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა

შეკვეთილში ავარიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა

Published on

შეკვეთილში ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 28 მგზავრი, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია და ოპერაცია ესაჭიროებათ.
 
შეჯახების შედეგად დაშავებულები ქობულეთის ორ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ნაწილი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ავტოსაგზაო შემთხევა, ქობულეთი-გურიის ცენტრალურ მაგისტრალზე დღეს დილით მოხდა.
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ პაციენტები ინტენსიური დაკვირვების ქვეშ არიან და ამ ეტაპზე რეანიმაციული ღონისძიებების საჭიროება არ დგას.
დაშავებულები შემთხვევის ფაქტს ვერ იხსენებენ და აცხადებენ, რომ უჭირთ ამ ეტაპზე, ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი.   
 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...