მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ბანკი მილიონ ლარს დამწვარი ტერიტორიების აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის გამოყოფს

საქართველოს ბანკი მილიონ ლარს დამწვარი ტერიტორიების აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის გამოყოფს

Published on

საქართველოს ბანკი საქართველოსთვის 1 000 000 ლარს გამოყოფს უკანასკნელ დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარებული სტიქიის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღდგენისა და ხანძრის პრევენციისთვის, – აღნიშნულის შესახებ განცხადება ბანკის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
 
“გარდა ამისა, რამდენიმე დღეში მომხმარებლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის „მწვანე ანაბარი“, რომლის ფარგლებშიც 2008 წელს ბორჯომში დამწვარი ტყის ნაწილის აღდგენა მოხდა. ბოლო რამდენიმე დღე საქართველოსთვის ძალიან რთული გამოდგა. დიდი მადლობა ყველას, ვისი თავდაუზოგავი ძალისხმევით ხდება სტიქიასთან გამკლავება. ერთობლივი ძალებით საქართველოს აღვადგენთ”- აღნიშნულია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
ცნობისთვის, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ინიციატივით, „თიბისი ჯგუფი“ და კომპანია „ბორჯომი“ ხანძრისაგან გადამწვარ ბორჯომის ტყის ტერიტორიის 10 ჰექტარს სრულად აღადგენენ. ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ თავად განაცხადა.
 
„ბორჯომში იწვის უნიკალური ტყე. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, „თიბისი ჯგუფმა“ კომპანია „ბორჯომთან“ ერთად გადაწყვიტა, რომ აიღოს ვალდებულება გადამწვარი ტყის მასივის 10 ჰექტარის სრულად აღდგენაზე“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
 
ამასთან, ინიციატივას შემოუერთდა კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...