მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრემიერი: "შეიძლება შევქმნათ ფონდი, სადაც, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას"

პრემიერი: “შეიძლება შევქმნათ ფონდი, სადაც, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას”

Published on

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დანაკარგი მძიმეა, მაგრამ  განადგურებული ტყე-პარკის აღდგენა მოხდება. “გული არ გავიტეხოთ, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ისე ერთობლივად აღვადგენთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
 
„ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა გაგვიწიეს დახმარება, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა, ბელარუსმა. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მეგობრებისგან ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება დახმარებაზე. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად დავამარცხებთ. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი გააგრძელებს მუშაობას.
 
ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას, რომ ეს ტყე-პარკი აღვადგინოთ. დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ისე ერთობლივად აღვადგენთ. შეიძლება შევქმნათ ფონდი, სადაც, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ამ ხანძრამდე იყო. დიდი მოცულობით ფართობი დაიწვა, ჩვენ ამ სტიქიას ბოლომდე დავამარცხებთ და აღვადგენთ ტყე-პარკს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...