მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება საგანგებო სიტუაციაში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების...

პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება საგანგებო სიტუაციაში საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ

Published on

პარლამენტმა  დღეს  ქუთაისში განართულ რიგგარეშე სხდომაზე  დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით.  
 
პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.
 
 ბრძანებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი წასულა. 
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” გუშინ მიმართა. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 
 
საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გუშინვე გამოსცა. 
 
აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეები გუშინვე ჩაერთვნენ ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...