მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნებს ხვდება

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნებს ხვდება

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაცია სირიაში ქვეყნის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იმად ჰამისს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში შედგა  აგრეთვე ,,აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის'' დაურ კოვეს შეხვედრა სირიელ კოლეგასთან ვალიდ ალ მუალემთან.   შეხვედრა 21 აგვისტოს გაიმართა. – ცნობას ამის შესახებ ოკუპირებული  აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
 
, „სირიის ხელმძღვანელობა აფხაზეთის რესპუბლიკას მეგობარ სახელმწიფოდ მიიჩნევს და ორმხრივი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების განვითარებას გეგმავს –  ნათქვამია განცხადებაში – სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დირექტივების თანახმად, სირიის მთავრობა სრული ფორმატით ურთიერთობების განვითარებას აპირებს სირიის სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის აფხაზეთის რესპუბლიკასთან, კერძოდ ინტერესი გამოხატა ოკუპირებულ აფხაზეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით.“
 
„სირიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის განკარგულების თანახმად, შექმნილი იქნება სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც აფხაზ კოლეგებთან ერთად შეიმუშავებს სოციალურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კონცეფციას“, – აღნიშნეს დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...