მთავარისიახლეებისაზოგადოება„ლენდოს“ დაყაჩაღებისთვის დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ყაჩაღობა სხვა პირმა ჩაიდინა

„ლენდოს“ დაყაჩაღებისთვის დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ყაჩაღობა სხვა პირმა ჩაიდინა

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის გიორგი კუკავას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დაკავებულის ადვოკატების მტკიცებით, ის უდანაშაულოა და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. ისინი 100 ათასი ლარის ღირებულების ქონების გირაოს სახით ჩადებას ითხოვდნენ, სანაცვლოდ კი დაკავებულის გათავისუფლებას. თუმცა მოსამართლე შოთა ბიჭიამ აღნიშნული არ დააკმაყოფილა და გიორგი კუკავა კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.ლენდოს დაყაჩაღებაში ბრალდებულის ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, შემთხვევის მოწმეებს გიორგი კუკავა სხვა პიროვნებაში შეეშალათ. მისივე თქმით, ყაჩაღობის ნამდვილი მონაწილე ამ დროისთვის სხვა საქმეზე სასჯელს ქუთაისში იხდის.აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული გიორგი კუკავა წარსულში ყოფილი პოლიციელია. ის მიმდინარე წლის 16 მარტს დააკავეს. იმავე დღეს დააყაჩაღეს ზუგდიდში მდებარე  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“. გამოძიების ინფორმაციით, ყაჩაღობა ერთმა პირმა მოახდინა, წაღებულია თანხა 5 000 ლარის ოდენობით. გიორგი კუკავას მომდევნო სასამართლო სხდომა 11 სექტემბერს გაიმართება.
 

სიახლეები

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა

ოლიგარქის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. არიან თუ არა შეწყალებულთა შორის...

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...