მთავარისიახლეებისაზოგადოებახმაური ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის გარეპერიმეტრზე- გარემოვაჭრეების დახლები აყრილია

ხმაური ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის გარეპერიმეტრზე- გარემოვაჭრეების დახლები აყრილია [Video]

Published on

ბაზრის გარეთა პერიმეტრზე გარემოვაჭრეებისრტვის განკუთვნილი ტერიტორია სუფთავდება.ზუგდიდდასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების ადგილების აყრა დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყეს.
 
 
ამ წუთებში ადგილზე იკრიბებიან გარემოვაჭრეები. "ოდიშინიუსის" გადამღები ჯგუფი იმყოფება ბაზრის ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეები უპირისპირდებიან ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ნუკრი ესართიას.
 
ისინი ამბობენ,ამის შესახებ გაფრთხილებული არ ყოფილან, ნუკრი ესართიას განმარტებით, მერიას შემოგზავნილი ყავდა ხალხი, რომლებმაც გარემოვაჭრეები დახლების აღების თაობაზე გააფრთხილეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ხვალ დილიდან აქციებს დაიწყებენ და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეებმა აქციები მაისშიც გამართეს.მოვაჭრეები აპროტესტებდნენ მერიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა ეკრძალებოდათ და ალტერნატიულ ტერიტორიაზე მოუწევდათ გადანაცვლება.გარემოვაჭრეები მაშინ აცხადებდნენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ტერიტორიაზე არ შევიდოდნენ.
 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...